ფენოვანი ცომის კალათები ხაჭოთი და კენკრით - მსუბუქი და გემრიელი დესერტი
fpaparazzi გირჩევთ, მიირთვათ ეს ნამცხვარი თბილ-თბილი ჩაისთან ან ყავასთან ერთად!
საჭირო მასალა:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- დაბალცხიმიანი ხაჭო 200 გ
- მზა ფენოვანი ცომი 500 გ
- შაქარი 4 ს/კ
- ვანილის შაქარი 1 შეკვრა
- კვერცხი 1 ცალი
- სასურველი კენკრა
მომზადება:
- მოათავსეეთ მზა ფენოვანი ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ, ოღონდ ძალიან თხლად არა.
- ჭიქით ან სხვა ფორმით ამოჭერით მრგვალი ფორმები.
- დააფინეთ ღუმელის ფირფიტაზე პერგამენტი და მოათავსეთ ცომის წრეები 2 სმ-ით ერთმანეთისგან დაშორებით.
- ხაჭო ათქვიფეთ 3 ს/კ შაქართან და ვანილის შაქართან ერთად.
- გააკეთეთ ცომის წრეებზე უფრო პატარა ზომის ჭიქის პირით ჩანაჭდევები და მოათავსეთ ამ ჩანაჭდევზე ათქვეფილი ხაჭო და კენკრა, ისე, რომ არ გადახვიდეთ შიდა წრის ზღვარს.
- ათქვიფეთ კვერცხი და 1 ს/კ წყალი და წაუსვით სპეციალური ფუნჯით ცომის კიდეებს. მოაყარეთ დარჩენილი შაქარი.
- აცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!