მან ფორმაში დაფხვნილი ორცხობილა ჩაყარა, შემდეგ კი გამდნარი შოკოლადი მოასხა. შედეგით აღფრთოვანდებით!
ჩიზქეიქი - დესერტია, რომელიც ძირითადად ნაზი ნაღების ყველითა და სხვადასხვა დანამატებით მზადდება: შოკოლადით, კენკრით, ხილით და სხვა...
დღეს fpaparazzi გთავაზობთ ამ დესერტის მომზადებას ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან - ხაჭოთი და ბანანით.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
დღეს fpaparazzi გთავაზობთ ამ დესერტის მომზადებას ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან - ხაჭოთი და ბანანით.
საჭირო მასალა:
- კრეკერები 250 გ
- რძიანი შოკოლადი 50 გ
- აღები 100 გ
- ბანანი 350 გ
- კაკაო 20 გ
- კარაქი 125 გ
- შავი შოკოლადი 90 გ
- შედედებული რძე 200 გ
- ხაჭო 400 გ
მომზადების წესი:
- დაფხვენით კრეკერი ბლენდერში წმინდად. დაასხით გამდნარი კარაქი და აურიეთ ბლენდერითვე.
- გადაიტანეთ მიღებული მასა გამოსაცხობ ფორმაში, ჩატკეპნეთ და ამოუწიეთ კიდეები. მოათავსეთ მაცივარში 40 წუთით.
- წყლის აბაზანაზე გაადნეთ რძიანი და შავი შოკოლადი და დაუმატეთ 50 მლ ნაღები. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- გამოიღეთ მაცივრიდან ბისკვიტი და გაანაწილეთ მასზე თნაბრად შოკოლადის მასა. მოათავსეთ კვლავ მაცივარში 40 წუთით.
- შემდეგ მოასხით ტორტს შედედებული რძე, შემდეგ კი გაანაწილეთ ზემოდან დაჭრილი ბანანი.
- დააბლენდერეთ ხაჭო დარჩენილ ნაღებთან ერთად და გაანაწილეთ ტორტზე ბოლო ფენად. სულ ბოლოს კი მოაყარეთ კაკაო.
- ოათავსეთ მაცივარში 3 საათით.
გემრიელად მიირთვით!