კომბინირებული თაფლაკვერები სტაფილოსა და თაფლის ბისკვიტით და შოკოლადით!

კომბინირებული თაფლაკვერები სტაფილოსა და თაფლის ბისკვიტით და შოკოლადით!
fpaparazzi უგემრიელესი თაფლაკვერების („პრიანიკების“) განსხვავებულ რეცეპტს გთავაზობთ!

საჭირო მასალა:
  • 2 დაჭრილი სტაფილო
  • ½ ჭიქა კარაქი
  • ½ ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • ¼ ჭიქა თაფლი
  • ¼ ჭიქა შაქარი
  • 1 ¼ ჭიქა ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 500 გ გამდნარი შოკოლადი
  • 1 ჭიქა მოხარშული შედედებული რძე
  • მოსართავად: ½ ჭიქა შედედებული რძე


მომზადების წესი:
1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
2. დააბლენდერეთ სტაფილო, კვერცხი, კარაქი, თაფლი, დარიჩინი და გამაფხვიერებელი ერთად.
3. დიდ ჯამში ფქვილში აურიეთ სტაფილოს დაბლენდერებული მასა.
4. ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გაანაწილეთ მასზე მიღებული ცომი.
5. აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.
6. როცა ბისკვიტი გაცივდება, დაჭერით პატარა კვადრატებად.
7. კოვზის მეშვეობით დაადეთ ერთ ნაჭერ ბისკვიტს შედედებული რძე, ზემოდან კი დაადეთ მეორე ბისკვიტი. გააგრძელეთ ეს პროცესი მანამ, სანამ ბისკვიტები არ გამოილევა.
8. მოათავსეთ თაფლაკვერები მაცივარში 30 წუთით.
9. შემდეგ მოასხით თაფლაკვერებს გამდნარი შოკოლადი.
10. მოათავსეთ თაფლაკვერები პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე და მოათავსეთ მაცივარში, სანამ შოკოლადი არ გამაგრდება.
11. მორთეთ მოხარშული შედედებული რძით.
გემრიელად მიირთვით!