ამ მარინადით შემწვარი ქათამი განსაკუთრებული გამოდის!

ამ მარინადით შემწვარი ქათამი განსაკუთრებული გამოდის!
fpaparazzi გირჩევთ, ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი და მოამზადოთ ამ მარინადით ქათამი... განსაკუთრებული გამოდის!

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე კანით
  • ქინძი გარნირისთვის

მარინადი:
  • 3 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  • 4 ს/კ წვრილად დაჭრილი ქინძი
  • 2 ს/კ ლაიმის წვენი
  • 1 ჩ/კ წითელი დაფქული წიწაკა ჩილი
  • ½ ჩ/კ მარილი


მომზადების წესი:
  1. გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსამდე.
  2. ათქვიფეთ მარინადისთვის საჭირო ინგრედიენტები დიდ ჯამში.
  3. ჩადეთ ქათამი მარინადში და აურიეთ.
  4. გააჩერეთ ქათამი მარინადში მინიმუმ 15 წუთი, საუკეთესოა 2 საათის განმავლობაში.
  5. გადაიტანეთ ღუმელის ფირფიტაზე და შეწვით იქამდე, სანამ ქათმის კანი არ დაიბრაწება.
  6. შემწვარ ქათამს მოასხით ლაიმის წვენი და მოაყარეთ ქორფა ქინძი.

გემრიელად მიირთვით!