ქათმის ხორცი არაჟნისა და მდოგვის სოუსში

ქათმის ხორცი არაჟნისა და მდოგვის სოუსში
fpaparazzi სწრაფი და უგემრიელესი ვახშმის რეცეპტს გთავაზობთ!

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე 400 გ
  • ზეთი 4 ს/კ
  • არაჟანი 3 ს/კ
  • ფრანგული მდოგვი 1 ს/კ
  • ფქვილი 1 ს/კ
  • ნაღები 10 %-იანი 2 ს/კ
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით


საჭირო მასალა:
  1. ქათამი დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად და შეწვით ზეთში დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში.
  2. დაუმატეთ ფქვილი, აურიეთ და თუშეთ კიდევ 2-3 წუთი.
  3. დაუმატეთ ადუღებული წყალი. აურიეთ კარგად, რომ ფქვილი კარგად გაიხსნას.
  4. დაუმატეთ არაჟანი და კვლავ აურიეთ.
  5. შემდეგ დაუმატეთ მდოგვი და აურიეთ.
  6. დააფარეთ თავსახური და თუშეთ ქათმის ხორცის მომზადებამდე.
  7. მომზადების დროს დაუმატეთ ცოტაოდენი 10 %-იანი ნაღები.
  8. ძალიან უხდება ბრინჯს ან კარტოფილის პიურეს.

გემრიელად მიირთვით!