დაივიწყეთ ფრჩხილების მტვრევისაგან გამოწვეული უსიამოვნება.
ფრჩხილების მოვლისთვის ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალება არსებობს, მაგრამ თურმე აუცილებელია ამასთან რაციონში ჩართოთ F ვიტამინის შემცველი პროდუქტები: ხაჭო, რძე, ღვიძლი, კვერცხი, თევზი, კაკალი, ისპანახი, გოგრა, შტოშისა და მოცხარის წვენის ჟელე და ა.შ.
- მტვრევადი ფრჩხილები ხშირად გვიქმნიან მთელ რიგ უსიამოვნებას. ამისათვის გვირჩევენ გავიკეთოთ მკვებავი აბაზანები და თავად დარწმუნებით იმდენად ეფექტურია იგი. რომელიმე მცენარეული ზეთს შეურიეთ 3 წვეთი იოდი ან ლიმონის წვენი და ჩაყავით თითები 10 - 15 წუთი. აბაზანის შემდეგ რამდენიმე საათს ხელს ნუ დაისველებთ. პროცედურა გაიკეთეთ ერთ - ორჯერ კვირაში.
- საშინელებაა, როცა წამდაუწუმ წამტვრეული ფრჩხილების ქლიბვა გიწევთ. ფრჩხილის მსხვრევადობა რომ აიცილოთ, კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთეთ მცენარეული ზეთისა და ვაშლის ძმრის ( 1:1 ) აბაზანები. თუ პროცედურას კვირაში სამჯერ გაიკეთებთ, ფრჩხილები გაგიმაგრდებათ.
- ფრჩხილებისათვის კარგია აგრეთვე ლიმონის წვენი. შეიზილეთ ფრჩხილებში და მათ გაშემო, ყოველთვის, როცა ამის საშუალება მოგეცემათ. კარგია აგრეთვე 15 - 20 წუთიანი მარილიანი წყლის აბაზანები.
1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი მარილი და 15 - 20 წუთით ჩაყავით თითები.