ეს სამკურნალოა: როგორ მოვიცილოთ ფრჩხილების სიყვითლე
ფრჩხილების პრობლემა ქალების 2/3-ს აწუხებს. ისინი მოხერხებულად ფარავენ მათ ფერადი ლაქებით და ამით ფრჩხილის სტრუქტურას აზიანებენ. როგორც წესი, პრობლემას არ ვუფიქრდებით, სანამ განგაშის ზარი არ ჩამოჰკრავს. რა ვქნათ, თუ ფრჩხილები გაგვიყვითლდა? ლიმონი დაგვეხმარება!
სპეციალური მათეთრებელი კოსმეტიკური საშუალებები ყველგან იყიდება, მაგრამ ისინი მხოლოდ ოპტიკურ და არა რეალურ გათეთრებას უზრუნველყოფენ. ამიტომაც, დღემდე არ კარგავს აქტუალობას მკურნალობის ხალხური მეთოდები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
სპეციალური მათეთრებელი კოსმეტიკური საშუალებები ყველგან იყიდება, მაგრამ ისინი მხოლოდ ოპტიკურ და არა რეალურ გათეთრებას უზრუნველყოფენ. ამიტომაც, დღემდე არ კარგავს აქტუალობას მკურნალობის ხალხური მეთოდები. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
- ლიმონის ნაჭერი კარგად მოუსვით ფრჩხილებს და გაიჩერეთ რამდენიმე ხანი. მეორე ვარიანტია: დაწურეთ ლიმონი და ჩაყავით წვენში თითები. ლიმონი დიდი ოდენობით დამატენიანებელ და მკვებავ კომპონენტებს შეიცავს. ასეთი პროცედურის ჩატარება შეგიძლიათ ყოველდღიურად, სიყვითლის მოსაშორებლად. შემდეგ კი პროფილაქტიკის მიზნით - კვირაში ერთხელ.
- წაისვით მათეთრებელი კბილის პასტა გაყვითლებულ ფრჩხილებზე. ეფექტის გასაძლიერებლად ფრჩხილის პლასტინას მოუსვით რბილი ჯაგრისი. ამ შემთხვევაში, დაიცავით კანი - წინასწარ წაისვით ზეთი ან ცხიმიანი საცხი.
- მოამზადეთ სპეციალური აბაზანები, მაგალითად, ზღვის მარილით ან გვირილით. 1 ჭიქა წყალში გახსნილი 2 ს.კ. ზღვის მარილი არამხოლოდ გაათეთრებს ფრჩხილებს, არამედ, გაამაგრებს კიდეც მათ. თუ კანზე დაზიანებები აღგენიშნებათ, უმჯობესია, მეორე ვარიანტი სცადოთ: 2 კოვზ გამხმარ გვირილას დაასხით მდუღარე. დააყენეთ ცოტა ხნით და გააჩერეთ ნაყენში თითები 10-15 წუთით. ეს ერთხდოულად ფრჩხილების გათეთრებაში და კანის დაცხრობაში დაგეხმარებათ.