აღიდგინეთ დაზიანებული ფრჩხილები მარტივი, ხალხური პროცედურებით
მოვლილი ხელები და მოწესრიგებული ფრჩხილები ქალის რესპექტაბელურობის ერთ-ერთ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ საოჯახო საქმეების, სარეცხი და საწმენდი საშუალებების წყალობით კანისა და ფრჩხილების სიჯანსაღის შენარჩუნება ყოველთვის ვერ ხერხდება. მინდა, ჩვენს ქალბატონებს ფრჩხილების დასაცავად რამდენიმე რჩევა მივცე:
- ფრჩხილები გაიწმინდეთ ლიმონის წვენით. ეს მათ ბრწყინვალებას მიანიჭებს. თუმცა ამ საშუალების ხშირად გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა ფრჩხილებს ბზარები გაუჩინოს.
- სუსტი და მტვრევადი ფრჩხილების გასამაგრებლად შეიძლება კვირაში 2-ჯერ გავიკეთოთ ასეთი აბაზანა: მცენარეულ ზეთს დავუმატოთ 3 წვეთი იოდი და 5 წვეთი გლიცერინი.
- ხელების ოფლიანობისას კარგია მარილიანი ან ძმრიანი წყლის აბაზანები: 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი ან 1 სუფრის კოვზი ძმარი გავხსნათ 1 ლიტრ წყალში. წყალი უნდა იყოს თბილი. აბაზანის ხანგრძლივობა 5-10 წუთია.
- თუ ფრჩხილები გათხელდა და მტვრევადი გახდა, თითის წვერები 15 წუთით თბილ ზეითუნის ან მზესუმზირას ზეთში ჩაყავით. პარალელურად გაიმდიდრეთ კვების რაციონი A და D ვიტამინებით, ცილებით, კალციუმით.
- თუ ფრჩხილები გაყვითლდა, თითები 3%-იან წყალბადის ზეჟანგში ან ლიმონის წვენში მოათავსეთ.
- ფრჩხილებს ამაგრებს ზღვის მარილის აბაზანა დღეგამოშვებით.
- კარგია ღამით გლიცერინის წასმაც.
- ფრჩხილების გასამაგრებლად აიღეთ თანაბარი რაოდენობის მცენარეული ზეთი და ვაშლის ძმარი, აურიეთ ერთმანეთში და გაიკეთეთ ამ ნარევის ათწუთიანი აბაზანა.
- ფრჩხილებზე დღეში რამდენჯერმე წაისვით ლიმონის ნაჭერი. 7-10 დღეში ფრჩხილები გამაგრდება და ბზინვარებას დაუბრუნებს.
- თუ ფრჩხილი გამრუდდა, აიღეთ თითო ჩაის კოვზი თხის, ბატისა და ქათმის ქონი, აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ გამრუდებულ ფრჩხილზე, შეიხვიეთ და 5-7 საათით დაიტოვეთ. ფრჩხილი დარბილდება, ხორციდან უმტკივნეულოდ გამოიწევა და ადვილად მოიჭრება.