ქალის ასაკის ყველაზე დიდი მესაიდუმლე, მოვლილი და ნაზი ხელებია!
ყველაზე უსინდისოდ ქალის ასაკს, მაინც ხელები გასცემენ. ეს რომ არ მოხდეს მათ სათანადოდ უნდა მოვუაროთ.
- საღამოს შხაპის შემდეგ, ხელებში კარგად შეიზილეთ მკვებავი კრემი ან თბილი მცენარეული ზეთი. ღამე კარგია სპეციალურად ამ მიზნით შეკერილი ბამბაზიის ხელთათმანების ჩაცმა.
- ხელებზე, პერიოდულად გაიკეთეთ მარილის აბაზანები. აბაზანის მისაღებად ერთ ლიტრ წყალს დაამატეთ 100 გრ მარილი. წყალი უნდა იყოს იმდენად ცხელი, რამდენადაც შეძლებთ ამის ატანას. რამდენიმე წუთის შემდეგ ხელები გადაიბანეთ, რომელიმე რბილი საპნით და წაისვით მკვებავი კრემი.
- ყოველთვის როცა საშუალება გექნებათ გაიკეთეთ კარტოფილის ნახარშის ცხელი აბაზანა. ამის შემდეგ ხელები მაშინვე გადაიტანეთ ცხელ წყალში.
- ასევე ეფექტურია რძეზე დამზადებული კარტოფილის პიურის ნიღაბი, ხელებისა და სახისთვის.
- ხელების ვარჯიში მშვენივრად მოქმედებს, არა მარტო სილამაზეზე არამედ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე.
- აიძულეთ საკუთარი თავი დაგემორჩილოთ, მიეჩვიეთ დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს. გადახედეთ თქვენი კვების რაციონს, შეიყვარეთ ბოსტნეულის კერძები. გიყვადეთ სიცოცხლე და იყავით მუდამ ახალგაზრდა!