განთავისუფლდით პიგმენტური ლაქებისგან, ნაცადი ხალხური რეცეპტების დახმარებით!

განთავისუფლდით პიგმენტური ლაქებისგან, ნაცადი ხალხური რეცეპტების დახმარებით!
ჭორფლის გარდა, სახეზე, ყელზე და ხელებზე ჩნდება მსხვილი პიგმენტური ლაქები. ზამთარში ეს ლაქები ფერმკრთალდება ან ქრება, მაგრამ მზის სხივების მოხვედრისას გაზაფხულზე მკაფიო ხდება.
პიგმენტური ლაქები შეიძლება გაჩნდეს სხეულზე ნაწლავების, ღვიძლის დაავადებებისას, აგრეთვე ორსულობისა და მენსტრუაციის დროს. მშობრიარობის შემდეგ ეს ლაქები თანდათან ქრება, არ არის საჭირო მისი მკურნალობა. სხვა შემთხვევაში კი, როდესაც დაავადებასთან გვაქვს საქმე, საჭიროა მისი წარმოშობის წყაროს გამოცნობა და მკურნალობა. გარეგანად კი ისეთივე საშუალებებია საჭირო, როგორც ჭორფლის დროს.

აი, მაგალითად:
  • ათქვიფეთ ცილა, შეურიეთ 1 ლიმონის წვენი, 4 გრ გლიცერინი და 100 მლ არაყი.

  • 20 მლ ძმარი, 15 მლ ლიმონის წვენი, 10 მლ წყალი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ლოსიონი კიტრის ნაყენით ( 25 გრ გახეხილ კიტრს დაასხით 100 მლ სპირტი ).

  • 1 კგ ვაშლის ხის ქერქს დაასხით 3 ლ წყალი, ( ქერქი წინასწარ დაბეგვეთ ). ადუღეთ ნელ ცეცხლზე, სანამ არ დადგება 1 ჩაის ჭიქამდე. სახეზე წაისვით ბამბით დღეში 3 - ჯერ.

  • 3 წილი ახალი რძე და წილი სპირტი და 1 წილი სპირტი შეიზილეთ კანში ძილის წინ.

  • 1 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი და ნიღაბი წაისვით სახეზე სამ ფენად. გაიჩერეთ 15 წთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  • ბოლოკის ან წიწმატის თესლი დანაყეთ და წყალი დაასხით იმდენი, რომ გამოვიდეს ფაფისებური მასა. დაიდეთ ლაქებიან ადგილებზე 20 - 30 წთ.

სტატიის ავტორი: თეონა ლაგაზაური
სტატიის წყარო:სამკურნალო კოსმეტიკა ყველასათვის