კარტოფილის სალათა ბოლოკითა და ბარდით
კარტოფილის სალათა ყველა სეზონზე სხვადასხვანაირად მზადდება. ზამთარში მაიონეზით, შემოდგომაზე – ხახვით, გაზაფხულზე – პომიდვრით, ხოლო ზაფხულში ბოლოკითა და მწვანე ბარდით.
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
ინგრედიენტები:
- 500 გ წვრილი ახალი კარტაფილი
- 200 გ მწვანე ლობიო
- 150 გ მწვანე ბარდა
- 10 ცალი ბოლოკი
- 2 ღერი მწვანე ხახვი
- 3 ღერი ოხრახუში
- 5 ღერი კამა
- 1/2 ს/კ ვაშლის ძმარი
- 2 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 ჩ/კ მარცვლოვანი მდოგვი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გარეცხეთ კარტოფილი ჯაგრისით და მოხარშაეთ ადუღებულ მარილწყალში. გადაუღვარეთ წყალი, გააგრილეთ და შეამშრალეთ კარტოფილი.
- მეორე ქვაბშიც აადუღეთ მარილწყალი და მოხარშეთ მასში მწვანე ლობიო 7 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩაყარეთ ბარდა და ხარშეთ კიდევ 7 წუთი. გადმოიტანეთ საწურზე.
- დაჭერით მწვანე ხახვი, ოხრახუში და კამა წვრილად. ერთმანეთში აურიეთ მდოგვი, ძმარი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი, ჩაუმატეთ დაჭრილი მწვანილი და აურიეთ.
- მოხარშული კარტოფილი გაჭერით შუაზე, დაუმატეთ ბარდა და ლობიო და მოასხით მზა სოუსი. აურიეთ, გააჩერეთ 30 წუთიდან 5 საათამდე.
- დაჭერით ბოლოკი მრგვალ, თხელ ნაჭრებად, ასევე დარჩენილი კამა – წვრილად და დაუმატეთ ბოლოკი და კამა სალათს.