როგორ მოავამზადოთ სახლის პირობებში ტორტის მოსართავი მარცეპანი
fpaparazzi გასწავლით, როგორ გააკეთოთ მარტივად ტორტის მოსართავი მარცეპანი.
მოსართავები მარცეპანისგან
ნაბიჯი 1
სწორად მომზადებული მარცეპანისგან, როგორც პლასტელინისგან, ისე შეგიძლიათ გამოძერწოთ, მაგალითად, ყვავილები. ამისათვის ფორმების მეშვეობით გამოჭერით სხვადასხვა ზომის წრეები (მასტიკა წინასწარ დაფერეთ).
ნაბიჯი 2
შემდეგ აიღეთ კბილის ჩხირი და მის წვერზე შემოახვიეთ მარცეპანის პატარა წრე, რომ მიიღოთ კვირტი. შემდეგ მიაწებეთ „ფურცლები“ (შიდა ფურცლების დიამეტრი გარეთასკენ უნდა გაიზარდოს).
ნაბიჯი 3
იმისათვის, რომ ფურცლები უკეთ შეეწებოს ერთმანეთს, წაუსვით მათ სქელი შაქრის სიროფი.
- მაშ ასე, შევუდგეთ. 1 კგ წონის ტორტისთვის დაგჭირდებათ 10 გ ჟელატინი და 500 გ შაქრის პუდრა. ჟელატინი დაალბეთ 50 მლ წყალში და დადგით წყლის აბაზანაზე. ურიეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება.
- დაუმატეთ შაქრის პუდრა და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- თუ მასა ხელებზე გეკრობათ, დაუმატეთ კიდევ ცოტაოდენი პუდრა.
- თუ მასა შეკორკოშელავდა - დაუმატეთ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. იმისათვის, რომ მარცეპანი არ გამოშრეს, დაუმატეთ 1 ს/კ გამდნარი კარაქი და ურიეთ 10-15 წუთის განმავლობაში. მზა მასტიკა შეგიძლიათ შეღებოთ საკვები საღებავაბით (დაუმატეთ სულ ბოლოს).
- მარცეპანის მომზადება შეგიძლიათ ასევე მარშმელოუს, კარაქისა და შაქრის ნაზავით (100 გ - 20 გ - 250-300 გ პროპორციებით). ამისათვის ზეფირები და კარაქი მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 20 C სიმძლავრეზე, შემდეგ დაუმატეთ ცოტ-ცოტა ულუფებით შაქრის პუდრა და ურიეთ, სანამ პლასტიკურ მასას არ მიიღებთ.
- ზოგიერთი მარცეპანს რძის ფხვნილის (160 გ), იგივე რაოდენობის შაქრის პუდრის, 170 მლ შედედებული რძისა და 1 ჩ/კ ლიმონის წვენისგანაც აკეთებს.
- გამოყენებამდე მარციპანი უნდა გააბრტყელოთ თხლად შაქრის პუდრა მოყრილ ზედაპირზე, შემდეგ კი გადააფაროთ ტორტს. ნარჩენებისგან შეგიძლიათ გამოჭრათ ტორტის მოსართავები.
- დაიმახსოვრეთ! მარციპანი შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ კარაქის კრემიან, მაცივარში კარგად გაცივებულ ტორტის მოსართავად.