უგემრიელესი ესპანური ჩუროსები
fpaparazzi ესპანეთის ნაციონალურ დესერტს, უგემრიელეს ჩუროსს წარმოგიდგენთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. კარაქი გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ 180 მლ წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე.
2. დაუმატეთ ადუღებულ კარაქში ფქვილი და ხარშეთ 10 წამის განმავლობაში, თან შეუჩერებლად ურიეთ.
3. გადმოდგით და ხის კოვზით ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღაბამდე. გააგრილეთ ოდნავ.
4. დაუმატეთ სათითაოდ კვერცხი, თან ურიეთ თითოეული კვერცხის ბოლომდე გახსნამდე, სანამ ცომი პრიალა და ერთგვაროვანი არ გახდება.
5. გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში (სასურველია ვარსკვლავის ფორმის თავი გაუკეთოთ). შეგიძლიათ, აიღოთ უბრალო პაკეტი და გაუხვრიტოთ თავი.
6. გაახურეთ ტაფაში ბევრი ზეთი და დასვით მოგრძო ფორმები. შეწვით ყველა მხრიდან.
7. ამოიღეთ საწურით და დადეთ სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე. ბოლოს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
8. სუფრასთან მიიტანეთ სასურველ მურაბასთან ან შოკოლადის სოუსთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- კარაქი 50 გ
- ფქვილი 80-100 გ
- კვერცხი 2 ცალი
- შაქრის პუდრა გემოვნებით
- მწიკვი მარილი
- მურაბა ან შოკოლადის სოუსი სურვილისამებრ
- წყალი ჭიქაზე ოდნავ ნაკლები
- ზეთი (ფრიტიურისთვის) 1 ჭიქა