დიდებული საზაფხულო ტორტი ალუბლით- გემრიელი და ჰაეროვანი

დიდებული საზაფხულო ტორტი ალუბლით- გემრიელი და ჰაეროვანი
დესერტების მოყვარულთათვის ზაფხული საუკეთესო დროა გემრიელი ექსპერიმენტების ჩასატარებლად. გთავაზობთ ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი ტორტის რეცეპტს, რომელსაც ძალიან უხდება ალუბალი.
საჭირო მასალა:
  • ფქვილი- 160გ
  • შაქრის პუდრა- 200გ
  • მარილი- 1მწიკვი
  • ხაჭო- 800გ
  • ვანილის შაქარი- 5გ
  • რძიანი შოკოლადი- 100გ
  • კარაქი- 100გ
  • კვერცხი- 1ცალი
  • ალუბალი- 600გ
  • არაჟანი- 300გ
  • ჟელატინი- 7ჩ.კ
  • წყალი- 0,25 ჭიქა
საჭირო მასალა:
  1. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი, 40გ შაქრის პუდრა, კვერცხი და მარილი. მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში 30 წუთის განმავლობაში.
  2. ღუმელი გაახურეთ 190 გრადუსამდე. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით ცხიმი.
  3. მოათავსეთ საცხობ ფორმაზე ცომი, გაათანანაბრეთ. შედგით ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
  4. ალუბალს მოაშორეთ კურკები და რამდენიმე ცალი შეინახეთ ტორტის გასაფორმებლად.
  5. ჟელატინი გახსენით წყალში და დატოვეთ რამდენიმე წუთი ამოსაფუებლად.
  6. ხაჭო აურიეთ დაბალპროცენტიან არაჟანთან ერთად, დარჩენილი შაქრის პუდრა და ვანილის შაქარი. კარგად დაჭყლიტეთ ჩანგლით.
  7. ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ, სანამ გრანულები არ დადნება.
  8. ხაჭს მასას აურიეთ ჟელატინი , დაუმატეთ ალუბალი და კარგად აურიეთ.
  9. დაადეთ მიღებული მასა ბისკვიტზე და შედგით მაცივარში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში.
  10. შოკოლადი გაადნეთ და მოასხით ტორტს ზემოდან. ტორთი მორთეთ დარჩენილი ალუბლებით.
გემრიელად მიირთვით.