ფარშის ბუდეები ყველისა და არაჟნის გულსართით- კატლეტების საუკეთესო ალტერნატივა
დიასახლისების უმრავლესობა საყინულეში ყოველთვის ინახავს ფარშს შემდგომში ღვეზელებისა და კატლეტების გასაკეთებლად. თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ, შევეცდებით თვქენი ყოველდღიური რაციონი გავამდიდროთ და ძალიან ორიგინალური კერძის რეცეპტს გთავაზობს, რომელიც ფარშით მზადდება.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ღორის ფარში- 800გ
- ხახვი- 1 თავი
- პური- 70 გ
- დაფქული შავი წიწაკა- გემოვნებით
- კვერცხი- 2ცალი
- კამა- გემოვნებით
- ქათმის ფარში- 300გ
- რძე- 200მგ
- მარილი- გემოვნებით
- არაჟანი- 200მგ
- მაგარი ყველი- 150გ
მომზადების წესი:
- ერთმანეთში აურიეთ ღორისა და ქათმის ფარში და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი
- პური დაალბეთ 100 მგ რძეში, შემდეგ გაწურეთ და დაუმატეთ ფარშს
- დაუმატეთ ფარშს დარჩენილი რძე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- ფარშისგან გააკეთეთ ჩიტის ბუდის ფორმის ბურთები და დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე
- ყველი გახეხეთ, აურიეთ არაჟანთან, კვერცხთან და წვრილად დაჭრილ კამასთან ერთად გაანაწილეთ გულსართი ბუდეებში და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25- 30 წუთით
გემრიელად მიირთვით.