როგორ მოვამზადოთ წვნიანი ინდაურის კატლეტები ყველის გულსართით?

როგორ მოვამზადოთ წვნიანი ინდაურის კატლეტები ყველის გულსართით?
გემრიელი კატლეტები არა მხოლოდ ღორისა და საქონლის ხორცით მზადდება, არამედ უფრო ნაზი, ინდაურის ფარშითაც. სცადეთ, არ ინანებთ!

საჭირო მასალა:

  • ინდაურის ფარში 1 კგ
  • პური ბატონი 0,5 ცალი
  • რძე 120 მლ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • კარაქი 50 გ
  • ზეთი 2 ს/კ
  • კვერცხი 2 ცალი
  • მაიონეზი 2 ს/კ
  • მაგარი სახეობის ყველი 250 გ
  • პომიდორი 2 ცალი



მომზადების წესი:

  1. პური დაალბეთ რძეში, შემდეგ გაქენით და შეურიეთ ინდაურის ფარშს.
  2. დაუმატეთ კვერცხი, მაიონეზი, მარილი და პილპილი.
  3. შემდეგ დაჭერით 50 გ ყველი და კარაქი პატარა კუბიკებად.
  4. ფარში გაყავით 10-12 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული იხელით, გულში მოათავსეთ ყველისა და კარაქის კუბიკები, მოუკარით თავი და მიეცით კატლეტის ფორმა.
  5. შეწვით კატლეტები ზეთში 2-2 წუთი ორივე მხარეს. ისე, რომ ბოლომდე არ შეიწვას.
  6. შემდეგ მოათავსეთ ნახევრადმზა კატლეტები ღუმელის ფირფიტაზე, დაასხით ფირფიტაზე ტაფაზე დარჩენილი ცხიმი (შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი წყალიც).
  7. დაალაგეთ კატლეტებზე პომიდვრის თხელი ნაჭრები.
  8. მოაყარეთ დარჩენილი, გახეხილი ყველი. სურვილისამებრ წაუსვით მაიონეზიც.
  9. შედგით 190 გრადუსზე გაუხრებულ ღუმელში 30 წუთით.

გემრიელად მიირთვით!