ქათმის კატლეტი ყაბაყითა და ბრინჯით
fpaparazzi ძალიან სასარგებლო კატლეტების რეცეპტს გიზიარებთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე: 500გ
- ყაბაყი-200გ
- ბრინჯი- 100გ
- სტაფილო-1ცალი
- ხახვი-1ცალი
- კვერცხი-1ცალი
- მწვანილი გემოვნებით
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- ფქვილი რამდენიც დასჭირდება
მომზადების წესი:
- ქათმის ფილე, სტაფილო და ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპში.
- ყაბაყი გახეხეთ სახეხზე და გაწურეთ ზედმეტი წვენისგან, შემდეგ კი აურიეთ ფარშს. კარგად აურიეთ და დაამატეთ მოხარშული ბრინჯი.
- მწვანილი წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ძირითად მასას.
- დაუმატეთ კვერცხი, მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
- შემდეგ ფარშს მიეცით ხელით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით.
გემრიელად მიირთვით.