ქათმის ფილე, ყველი და ლორი - აი, 3 კომპონენტი უგემრიელესი და სწრაფად მოსამზადებელი კერძისთვის!

ქათმის ფილე,  ყველი და ლორი - აი, 3 კომპონენტი უგემრიელესი და სწრაფად მოსამზადებელი კერძისთვის!
fpaparazzi მარტივი წასახემსებლის რეცეპტს წარმოგიდგენთ და გპირდებათ, რომ ის ხშირად გიხსნით მაშინ, როცა მოულოდნელად სტუმრები გეწვევიან.

საჭირო მასალა:

  • ქათმის ფილე 500 გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • პაპრიკა გემოვნებით
  • ლორი 100 გ
  • ფქვილი 50 გ
  • საფანელი 100 გ
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • მაგარი სახეობის ყველი 100 გ
  • ნიორი გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. ქათმის ფილე დაჭერით თხელ ფირფიტებად და დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი და პაპრიკა. სურვილისამებრ წაუსვით დაჭყლეტილი ნიორიც.
  2. ზემოდან დაადეთ თხლად დაჭრილი ლორი და ყველის ფირფიტა.
  3. გადაახვიეთ რულეტებად და დაამაგრეთ ხის პატარა ჩხირებით.
  4. თითოეული რულეტი ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ კი საფანელში.
  5. დაალაგეთ რულეტები პერგამენდაფენილი ფირფიტაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით.


გემრიელად მიირთვით!