ლორის ფირფიტებში გახვეული ქათმის პიკანტური მწვადი

ლორის ფირფიტებში გახვეული ქათმის პიკანტური მწვადი
fpaparazzi უგემრიელესი წასახემსებლის რეცეპტს გთავაზობთ და გირჩევთ, საკმარისი მოამზადოთ, თორემ წამში იჭმება.

საჭირო მასალა:
  • 2 ქათმის ფილე.
  • 500 გ ლორი
  • ½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
  • 1 ს/კ დარიჩინი
  • 1 ჩ/კ ქონდარი


მომზადების წესი:
  1. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე და ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ ფოლგა.
  2. დაჭერით კუბიკებად ქათმის ფილე და თითოეული ნაჭერი მოათავსეთ ლორის ფირფიტაზე. გადაახვიეთ და დაამაგრეთ ხის ჩხირით.
  3. ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და ქონდარი პატარა ჯამში აურიეთ და ამოავლეთ ლორში გახვეული ქათმის თითოეული ნაჭერი.
  4. შემდეგ დაალაგეთ ფოლგადაფენილ ფირფიტაზე და აცხვეთ 25-30 წუთი, სანამ ლორი ხრაშუნა არ გახდება.
  5. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ-ცხელი.