როგორ მოვამზადოთ არომატული პაპრიკაში ქათმისგან? კოლორიტული კერძი უნგრული სამზარეულოდან!
თავისი არსით პაპრიკაში - მოთუშული ბოსტნეულის, ბულიონისა და ნაზი ხორცისგან მომზადებული კერძია, მაგრამ არსებობს მისი ვარიანტები საერთოდ ხორცის გარეშე. fpaparazzi პაპრიკაშის კლასიკურ ვერსიას გთავაზობთ, რომელიც ქათმის ხორცით მზადდება.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქათმის ფილე 1 კგ
- ბულგარული წიწაკა 1 ცალი
- პაპრიკა 3 ს/კ
- არაჟანი 200 მლ
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
- პომიდორი 3 ცალი
- ფქვილი 2 ს/კ
- ხახვი 2 თავი
მომზადების წესი:
- ხახვი დაჭერით კუბიკებად და ჩაყარეთ გახურებულ ტაფაში, რომელში მანამდე კარაქს გაადნობთ. მოხრაკეთ.
- დაუმატეთ ტაფაში პაპრიკა და თან შეუჩერებლად ურიეთ.
- ქათმის ფილე დაჭერით და მოათვსეთ ხახვისა და პაპრიკას ბალიშზე. მოაყარეთ მარილი და დაფქული წიწაკა და თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში.
- პომიდორი დამდუღრეთ, გაფცქვენით და დაჭერით მსხვილ კუბიკებად. ბულგარულიც ასევე კუბიკებად დაჭერით.
- ჩაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული ქათამს და დაასხით ბულიონი.
- როცა ბულიონი ადუღდება, დააფარეთ ტაფას თავსახური, დაუკელით ცეცხლს მინიმუმამდე და თუშეთ 50 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ არაჟანში გახსენით ფქვილი და დაუმატეთ კერძს.
- კარგად აურიეთ და თავახდილ ტაფაში თშეთ კიდევ 7-10 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!