ამ ვახშმის წყალობით თავს მაროკოში იგრძნობთ- მხოლოდ ერთი ინგრედიენტი ყველაფერს ცვლის

ამ ვახშმის წყალობით თავს მაროკოში იგრძნობთ- მხოლოდ ერთი ინგრედიენტი ყველაფერს ცვლის
თუკი ცხარე წვნიანები გიყვართ, მაშინ აუცილებლად სცადეთ ამ კერძს მომზადება.
საჭირო მასალა:

  • პომიდორი- 400გ
  • ხახვი- 150გ
  • ლიმონი- 0,5 ცალი
  • შავი პილპილი- 2 ჩ.კ
  • კარაქი- 1,5 ს.კ
  • ბრინჯი- 100გ
  • ჩირი- გემოვნებით
  • ბარდა- 200გ
  • ხორცი- 150გ
  • მარილი- გემოვნებით
  • ტომატის პასტა- 2ს.კ
  • კურკუმა- 1ჩ.კ
  • სახამებელი- 150გ
  • ოხრახუში- 100გ


მომზადების წესი:

  1. ბარდა ჩაალბეთ და შემდეგ მოხარშეთ
  2. ხახვი წვრილად დაჭერით და ქვაბში მოთუშეთ
  3. პომიდორს მოაშორეთ კანი, დაჭერით და მოთუშეთ ხახვთან ერთად.დაუმატეთ 50 გ ოხრახუში და ტომატის პასტა.
  4. ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაუმატეთ ხორცს ბარდა. შემდეგ კი კარაქი და სუნელები.
  5. შემდეგ კი დაასხით 2-3 ჭიქა წყალი და აადუღეთ. შემდეგ კი დაუმატეთ ბრინჯი.
  6. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე.
  7. სახამებელი გახსენით ¾ წყალში და ნელ-ნელა დაუმატეთ სუპს.
  8. სურვილისამებრ დაუმატეთ მწვანილი.
  9. მიზანშეწონილია კერძი ლიმონის ნაჭერთან ერთად მიიტანოთ სუფრასთან. ასევე უხდება ჩირიც.


გემრიელად მიირთვით