გულიაში კარტოფილის პიურეთი - უგემრიელესი კერძი მთელი ოჯახისთვის

გულიაში კარტოფილის პიურეთი - უგემრიელესი კერძი მთელი ოჯახისთვის
FPAPARAZZI-ის გირჩევთ მოამზადოთ ეს კერძი. ბავშვებსაც მოეწონებათ და უფროსებსაც.
საჭირო მასალა:
  • საქონლის ხორცი- 0,5 კგ
  • ხახვი-1 თავი
  • სტაფილო- 1 ცალი
  • ფქვილი- 1ს.კ
  • ტომატის პასტა- 1. ჩ.კ
  • სურვილის შემთხვევაში არაჟანი 1ს.კ
  • დაფნის ფოთოლი- 1 ცალი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:
  1. ქვაბში ჩაასხით მცენარეული ზეთი, ჩაყარეთ პატარა კუბებად დაჭრილი ხორცი, დაასხით ცოტა ადუღებული წყალი.
  2. მოთუშეთ წვრილად დაჭრილ ხახვთან და სტაფილოსთან ერთად.
  3. შემდეგ დაუმატეთ ერთი ჭიქა წყალი და ხარშეთ, სანამ ხორცი მზად არ იქნება.
  4. დაუმატეთ მარილი, დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები.
  5. პატარა ჯამში გახსენით ნახევარი ჭიქა წყალში 1 ჩ.კ პომატის პასტა, ფქვილი და არაჟანი და დაუმატეთ გულიაშს.
  6. კერძი თქვენს თვალწინ დაიწყებს გასქელებას. თუკი კერძი ზედმეტად სქელი მოგეჩვენებათ, შეგიძლიათ იგი წყლით გაათხელოთ.

როგორ მოვამზადოთ პიურე?
  1. კარტოფილი გათალეთ, დაჭერით, დაფარეთ წყლით და დადგით გაზქურაზე.
  2. როდესაც კარტოფილი მოიხარშება, ჩაზილეთ, დაუმეტეთ ცოტა რძე, მარილი და კარაქი.

გემრიელად მიირთვით.