მას შემდეგ, რაც ამ ქოთანს თავს ახდით, ოთახს სასიამოვნო და არომატული კერძის სურნელი გააბრუებს

მას შემდეგ, რაც ამ ქოთანს თავს ახდით, ოთახს სასიამოვნო და არომატული კერძის სურნელი გააბრუებს
გემრიელად მომზადებული ხორცი იდეალური კერძია მთელი ოჯახისთვის. ჩვენ უგემრიელესი კერძს მომზადებას გასწავლით, რომელიც თქვენს სახლს გასაოცარი არომატით გააბრუებს.

საჭირო მასალა:

  • 300 გ ხბოს ხორცი
  • 1 ფორთოხალი
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა
  • 1,5 ს.კ მდოგვი
  • სატაცური- გემოვნებით
  • ნახევარი ლიმონი
  • დაფქული შავი წიწაკა
  • მარილი
  • დარიჩინი
  • შაქარი


მომზადების წესი:

  1. ხბოს ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად და დააწურეთ ნახევარი ლიმონი. კარგად აურიეთ და დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში.

  2. ფორთოხალი გაჭერით შუაზე და გამოწურეთ წვენი პატარა ქვაბში. დაუმატეთ შაქარი და აურიეთ. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 8- 10 წუთის განმავლობაში.

  3. ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და ხბოს ხორცი დაბრაწეთ. დააყარეთ მარილი და პილპილი.

  4. ხორცი გადაიტანეთ ქოთანში და დაასხით თბილი ფორთოხლის წვენი.

  5. გასუფთავებული და მრგვლად დაჭრილი სატაცური დაუმატეთ ხორცს.

  6. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული, მდოგვი და წიტელი წიწაკა. სურვილისამებრ შეგიძიათ დაუმატოთ ხმელი სუნელები.

  7. ზემოდან მოაწყვეთ დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრები, წაუსვით ცოტა მდოგვი და მოაყარეთ დარიჩინი.

  8. ქოთანი შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში.

  9. მზა კერძი სუფრაზე მიიტანეთ ქოთნით.


გემრიელად მიირთვით