გაიგეთ, როგორ მკურნალობს ხალხური მედიცინა პიელონეფრიტს!
პიელონეფრიტი - თირკმლის პანერქიმისა და თირკმლის მენჯის ანთებაა. ეს ინფექციური სენი მეტად ვერაგული დაავადებაა და დროზე თუ არ ვუმკურნალებთ, მძიმე შედეგამდე მივყავართ.
- ქრონიკული პიელონეფრიტის დროს კარგად მოქმედებს შეფუთნა. უნდა მოამზადოთ შვიტას ნახარში 350 გრ გააზავოთ სანახვეროდ წყალში, დაასველოთ ქსოვილი და გაიჩეროთ ეს გამთბობი კომპრესი ნახევარის სთ. ურიგო არ იქნება 10 - ჯერ გაიკეთოთ ასეთი პროცედურა.
- დაავადების გამწვავებისას, ვიღებთ თანაბარ ნაწილებად შავბალახას, კრაზანას, სამფერა იისა და მინდვრის შვიტას ბალახებს. 1 ს/კ ნაკრებს ვასხამთ 1 ჭიქა ანადუღარ წყალს, წყლის აბაზანაზე ვაცხელებთ 10 წთ, შემდეგ გადმოვდგამთ და დავაყენებთ ნახევარ საათს. უნდა ვსვათ თბილი 2 – 3 ჭიქა დღეში. თქვენი მდგომარეობის მიხედვით გაითვალისწინეთ - კრაზანა არტერიულ წნევას ამაღლებს.
- ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ პიელონეფრიტის მკურნალობა მიმართულია შარდსადენი სისტემის გასაწმენდად. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა შარდმდენი, ანთებსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება. საამისოდ კარგია ჩაი კომშის ნაყოფისგან.
- ერთ - ერთ საუკეთესოთაგანს შარდმდენ მცენარეულობიდან გოგრა წარმოადგენს. გოგრის უმი რბილეული გამოიყენება ნახევარ - ნახევარი კილოგრამი 2 - ჯერ დღეში. ახალი წვენის მიღება საჭიროა ნახევარი ჭიქა დღე - ღამეში.
- ქაცვის, წითელი მოცვლის კენკრა შეუცვლელია პიელონეფრიტის დროს. კარგ შედეგს იძლევა წითელი ცირცელის ( ჭნავის ) ნაყენი:
ცირცელის კენკრა 3 წილი და წითელი მოცვის ფოთლები 1 წილი ავურიოთ. 1 ს/კ ნარევი დავთუთქოთ 1 ჭიქა მდუღარე წყალში, დავაყენოთ 3 – 4 სთ ქურაზე. გავწუროთ, ვსვათ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 – 4- ჯერ დღეში ჭამამადე ნახევარი სთ- ით ადრე. შეგვიძლია დავუმატოთ 1 ჩ/კ თაფლი.