ქრონიკული პიელონეფრიტის სამკურნალო შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებები

ქრონიკული პიელონეფრიტის სამკურნალო შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებები
პიელონეფრიტი - ეს თირკმლებისა და თირკმლის მენჯების ლორწოვანის ინფექციურ - ანთებითი დაავადებაა. უფრო ხშირად ავადობენ გოგონები, ქალები, ხანდაზმული ადამიანები და ისინი, ვისაც შარდკენჭოვანი დაავადება აწუხებთ.
ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი, თვეებისა და წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს. რომ მივაღწიოთ მყარ რემისიებს, პიელონეფრიტის პარალელურად აუცილებელია ნუშურების, დანამატების ( ქალებში ), ჰაიმორიტის, კარიესული კბილების მკურნალობა. სადაც არ უნდა ჩაიბუდოს ინფექციამ, ის ადვილად გადადის თირკმელებზე და ინერგება იქ, სადაც შესაფერისი პირობებია.

რეცეპტები:
  • მოვამზადოთ ნაკრები: არყის ხის ფოთლები - 2 წილი, ჭინჭრის ფოთლები - 2 წილი, მარწყვის ფოთლები -1 წილი, სელის თესლი - 5 წილი, ნაკრების 1 ს/კ - ს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ. ვსვათ 1/2 - 1/2 ჭიქა 3 - 4- ჯერ დღეში, ჭამამდე 0,5 საათით ადრე.

  • ავიღოთ 1ს/კ დაფხვნილი მარმუჭის ბალახი, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, მივიყვანოთ ადუღებამდე და დავაყენოთ 4 სთ, გავწუროთ. მივიღოთ 1/3 ჭიქა 3 -ჯერ დღეში, ჭამამდე 15 წუთით ადრე.

  • ავიღოთ 1 ჩ/კ ყავის საფქვავში დაფქული არყის ხის კვირტები, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 5 - 7 წთ, დავაყენოთ თავდახურულ ჭურჭელში 1 სთ, გავწუროთ. მივიღოთ 1/4 ჭიქა ცხელი ნაყენი 2 - 3 - ჯერ დღეში, ჭამის შემდგ. გამოიყენება ცისტიტის დროსაც.

  • 1 ჭიქა ანადუღარ წყალში 2 ს/კ დასრესილი მარწყვი, დავუმატოთ 1/2 ჩ/კ თაფლი, გემოვნებით დავუმატოთ ლიმონის წვენი. მივიღოთ დღეში თითო ჭიქა.

  • ქრონიკული პიელონეფრიტის დროს მოვამზადოთ ნაკრები:
    ასკილი, კრაზანა, არყის ხის ფოთლები, ასისთავა, ოქროწკეპლა, სვია, ვარდკაჭაჭა ( ძირები), კომპონენტებს იღებენ თანაბარი რაოდენობით, აქუცმაცებენ. 1 ს/კ - ს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ წყლის აბაზანაზე 30 წთ. და შემდეგ აყოვნებენ 1 სთ. წურავენ, ამატებენ 2 ჩ.კ თაფლს და 1 ს.კ მრავალძარღვას წვენს ( წიწმატურას ან ფარსმანდუკის წვენს ). იღებენ 100 - 100 მლ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ ადრე, 2 - 3 თვის განმავლობაში.

  • თირკმლის დაავადებების დროს კარგ ანთებსაწინააღმდეგო მოქმედებას იჩენს კარტოფილისა და შტოშის წვენების ნარევი. მის დასამზადებლად გამოვწურავთ წვენს 250 გრ კარტოფილიდან. წვნიან ჭურჭელს დავტოვებთ 1 - 2 საათით, სახამებელი რომ დაილექოს. შემდეგ ფრთხილად გადმოვასხამთ თხიერ ნაწილს, ნალექის გარეშე. პარალელურად გამოვწურავთ წვენს 50 გრ შტოშის ნაყოფიდან. მიღებულ წვენებს შევაერთებთ და დღე - ღამის განმავლობაში მივიღებთ მთელ ნარევს მცირე პორციებით. მკურნალობის კურსი - არანაკლები 1 თვეზე.

  • შტოშის ნაყოფი და მისი წვენი - აუცილებელი კომპონენტია პიელონეფრიტის მკურნალობის დროს.

სტატიის ავტორი: მამა დავითი ( გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი