შეიტყვეთ, როგორ მოვამზადოთ ქათამი ისე, რომ მთელი წელი გემრიელი კერძით გაუმასპინძლდეთ ოჯახის წევრებს
იშვიათია ადამიანი, რომელსაც ქათმის ხორცით მომზადებული კერძები არ უყვარს. ჩვენ გასწავლით მეთოდს, როგორ შევინახოთ ქათმის ხორცის კონსერვი ისე, რომ წლის ნებისმიერ დროს, სწრაფად შეძლოთ მისი გამოყენება.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. ქათამს მოაცილეთ კანი და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ამავდროულად მოაცილეთ ძვლებიც. დაჭრილი ხორცი ჩააწყვეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი და შედგით მაცივარში 40 წუთის განმავლობაში.
2. სანამ ხორცი მაცივარშია, სტერილიზაცია გაუკეთეთ ქილებს (უმჯობესია, თუკი 2 ცალ 2 ლიტრიან ქილას მოამზადებთ). თითოეულ მათგანში ჩაყარეთ 10 ცალი წიწაკის მარცვლები და 2 ფოთოლი დაფნა
3. შემდეგ ჩააწყვეთ ხორცი და თავსახურის ნაცვლად, ფოლგა დააფარეთ. შედგით ცივ ღუმელში და 150 გრადუსამდე აუწიეთ ტემპერატურას. ხორცის სრულად მომზადებას 4-4.5 საათი სჭირდება.
4. როდესაც ქილები გაცივდება, მოხუფეთ და შეინახეთ ცივ და ბნელ ადგილას.
გემრიელად მიირთვით
საჭირო მასალა:
- ქათმის ხორცი 2კგ
- მარილი 20გ
- შავი წიწაკის მარცვლები 20 ცალი
- დაფნის ფოთოლი 4ცალი