მანის წვნიანი ანისით და ზაფრანით მაროკოულად
ეს ეგზოტიკური წვნიანი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოც. fpaparazzi გირჩევთ, ერთხელ მაინც გასინჯოთ ეს საინტერესო სუფი. გაგიკვირდებათ და ძალიან გემრიელია ფინიკთან ერთად.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- წყალი 2 ლ
- მანის ბურღული 200 გ
- მარილი და პილიპილი გემოვნებით
- ზაფრანა გემოვნებით
- ანისი დაფქული გემოვნებით
- კარაქი 30 გ
- ფინიკი 100 გ
მომზადების წესი:
- ქვაბში გააცხელეთ 2 ლ წყალი, მაგრამ არ აადუღოთ.
- აიღეთ მანის ბურღული და წვრილი ნაკადით ჩაუმატეთ ცხელ წყალში, თან შეუჩერებლად ურიეთ.
- დაუმატეთ წიწაკა, ზაფრანა, კარაქი და მარილი. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე მომზადებამდე.
- შემდეგ დაუმატეთ ანისი, ამოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან.
- წვნიანი სუფრასთან მიიტანეთ ფინიკთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!