ქათმის ხორცის წვნიანი მდნარი ყველით
fpaparazzi წვნიანის შესანიშნავ რეცეპტს გთავაზობთ - ის ნოყიერიც არის, გემრიელიც და სასარგებლოც.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. დაჭერით ქათმის ფილე პატარა ნაჭრებად, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ დაახლოებით 25 წუთი.
2. გარეცხეთ ბრინჯი. პრასის თეთრი ნაწილი დაჭერით და მოხრაკეთ კარაქში პრასი და ქათმის ფილე.
3. შეკარით ოხრახუშის ღერები ძაფით. დადგით ბულიონი ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩაყარეთ ბრინჯი და ოხრახუშის კონა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი.
4. დაუმატეთ ქვაბში მოხრაკული პრასი და ქათმის ფილე, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ხარშეთ წვნიანი კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე.
5. შემდეგ ამოიღეთ ქვაბიდან ოხრახუშის კონა და დაუმატეთ მდნარი ყველი. კარგად მოურიეთ, სანამ ყველი მთლიანად არ ჩადნება და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.
6. რჩევა: მდნარი ყველით წვნიანი არასოდეს აადუღოთ!
7. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ წვნიანს წვრილად დაჭრილი კამა.
საჭირო მასალა:
- ქათმის ბულიონი 1 ლ
- ქათმის ფილე 300 გ
- გრძელი ბრინჯი 80 გ
- პრასი 100 გ
- მდნარი ყველი 100 გ
- კარაქი 2 ს/კ
- ოხრახუში 4-5 ღერი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- კამა წვრილად დაჭრილი