მაკარონი მწვანე სოუსში კრევეტებით - უგემრიელესია!

მაკარონი მწვანე სოუსში კრევეტებით - უგემრიელესია!
fpaparazzi გთავაზობთ კერძს, რომელზეც უარს ვერავინ იტყვის!

საჭირო მასალა:
  • 4 ს/კ კარაქი
  • 1 ს/კ ქონდარი
  • 1 ს/კ როზმარინი
  • 300 გ გასუფთავებული კრევეტები
  • 13 ს/კ ფქვილი
  • 13 ს/კ ფქვილი
  • 700 მლ თბილი რძე
  • ½ ხახვი, დაჭრილი
  • 1 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
  • ½ ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 1 ჩ/კ მუსკატის კაკალი (დაფქული)
  • ½ ლაიმის წვენი
  • 300 გ მოხარშული მაკარონი



მომზადების წესი:
  1. დიდ ქვაბში მოათავსეთ კარაქი, დაუმატეთ ქონდარი და როზმარინი და კარგად აურიეთ.
  2. დაუმატეთ კრევეტები და თუშეთ 3 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ ქვაბიდან კრევეტები და გადადაეთ გვერდზე.
  3. ჩაყარეთ ქვაბში ფქვილი და ურიეთ, სანამ მასა არ გაყავისფრდება.
  4. ჩაასხით თბილი რძე წვრილი ნაკადით, თან შეუჩერებლად ურიეთ.
  5. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი, წიწაკა და მუსკატის კაკალი. თუშეთ 5 წუთი.
  6. შემდეგ დაუმატეთ ქორფა ოხრახუში და მწვანე ხახვი. ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ.
  7. თუშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ სოუსი ბუშტუკებს არ გაიკეთებს და გადმოდგით ცეცხლიდან. დაუმატეთ ლაიმის წვენი და კრევეტები.
  8. აურიეთ მიღებულ სოუსში მოხარშული მაკარონი და მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.

გემრიელად მიირთვით!