უგემრიელესი სალათა სოკოთი - არომატული და პიკანტური კერძი ვახშმისთვის

უგემრიელესი სალათა სოკოთი - არომატული და პიკანტური კერძი ვახშმისთვის
ჩვენ ჯადოსნური არომატის მქონე სალათის რეცეპტს გთავაზობთ. მის სამშობლოდ დასავლეთ უკრაინსა და უნგრეთს მიიჩნევენ. იდეალურია ვახშმად.

საჭირო მასალა:
  • ჭარხალი 500 გ
  • ხახვი 2 ცალი
  • ზეითუნის ზეთი 1 ს/კ
  • მარილი გემოვნებით
  • ხმელი სოკო 200 გ
  • ზეთი 2 ს/კ
  • ლიმონის წვენი 2 ს/კ
  • პილპილი გემოვნებით
  • ნიორი 2 კბილი


მომზადების წესი:

  1. ჭარხალი გარეცხეთ, გააშრეთ, მოათავსეთ ფოლგაზე, წაუსვით 1 ს/კ ზეთი, გადაახვიეთ ფოლგაში და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათით.
  2. სოკო დაალბეთ წყალში, შემდეგ კი მოხარშეთ 15 წუთის განმავლობაში.
  3. ხახვი დაჭერით წმინდად და მოხრაკეთ დარჩენილ ზეთში.
  4. გამომცხვარი და გაცივებული ჭარხალი და სოკო დაჭერით ჩხირებად და აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ მოხრაკული ხახვი და დაჭყლეტილი ნიორი. მოასხით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი.
  5. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, აურიეთ და გემრიელად მიირთვით!