უგემრიელესი სალათა შემწვარი სოკოთი, ხახვით, სტაფილოთი და კვერცხით, მაიონეზის გარეშე.
ამ სალათას შეგიძლია მოასხათ შინ მომზადებული მაიონეზი, მაგრამ ჩვენ ახლა გთავაზობთ, გამოიყენოთ არაჟანი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
1. მოხარშეთ კვერცხი მაგრად, გააცივეთ, გაფცქვენით და დაჭერით კუბიკებად;
2. ქამა სოკო დაჭერით თხელ ნაჭრებად, გადაიტანეთ ცხელ უცხიმო ტაფაზე და ჩათუთქეთ თავისივე წვენში, სანამ სითხე მთლიანად არ ამოქრება. შემდეგ გააცივეთ.
3. ცალკე ტაფაში მოხრაკეთ 1 ჩ/კ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო.
4. აურიეთ ერთმანეთში შემწვარი სოკო, მოხრაკული ხახვი და სტაფილო, დაჭრილი კვერცხი და სიმინდის კონსერვი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით არაჟანი და ფრთხილად აურიეთ.
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ქამა სოკო 1 კგ
- სტაფილო 3 ცალი
- სიმინდის კონსერვი 250 გ
- ზეითუნის ზეთი 2 ჩ/კ
- შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
- ხახვი 3 თავი
- კვერცხი 4 ცალი
- არაჟანი 4 ს/კ