არომატული და ნაზი თევზის კატლეტები მანის ბურღულით
fpaparazzi თევზის კატლეტების მარტივ და ძალიან გემრიელ რეცეპტს გთავაზობთ!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- ზღვის თევზის ფილე 500 გ
- მანის ბუღული 100 გ
- კვერცხი 1 ცალი
- ხახვი 1 თავი
- ნაღები 100 მლ
- მარილი 0,5 ჩ/კ
- შავი პილპილი გემოვნებით
- ზეთი 30 გ
მომზადების წესი:
- გაალღვეთ გაყინული ფილე და კარგად გარეცხეთ. გაატარეთ ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში.
- დაუმატეთ ფარშს ნაღები, კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ მანის ბურღული და კვლავ კარგად აურიეთ.
- მოათავსეთ ფარში მაცივარში ერთი საათით.
- სველი ხელებით გააკეთეთ კატლეტები. ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ცხელ ზეთში ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!