ქათმის კატლეტები ყველით

ქათმის კატლეტები ყველით
fpaparazzi კატლეტის უგემრიელეს ვერსიას გთავაზობთ.

საჭირო მასალა:
  • ქათმის ფილე- 500გ
  • ბატონი- 200გ
  • თბილი რძე- ½ ჭიქა
  • კარაქი- 6ს.კ
  • მარილი- ½ ჩ.კ
  • მწიკვი პილპილი
  • საფანელი-1/2 ჭიქა
  • ნიორი- 1 კბილი
  • მცენარეული ზეთი- 1ს.კ
  • ყველი- 100 გ


მომზადების წესი:
1. პური ბატონი ჩაალბეთ თბილ რძეში. ქათმის ფილე წვრილად დაჭერით, შემდეგ კი ხორცაკეპში გაატარეთ ნიორთან და პურთან ერთად.
2. მიღებულ ფარშს დაუმატეთ მარილი და წიწაკა, გააკეთეთ კატლეტები, შუაგულში მოათავსეთ ყველი.
3. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ამოავლეთ კატლეტები საფანელში. აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!