მაკარონი გერმანულად
გემრიელი ვახშმის რეცეპტი fpaparazzi-სგან... მისი უპირატესობა იმაშია, რომ მზადდება სწრაფად. ასე რომ, სამსახურიდან შინ მისულს, არ დაგეზარებათ მისი მომზადება.
საჭირო მასალა:
მომზადება:
ხორცის ფარში მოხრაკეთ ზეთში. გახეხეთ სტაფილო და დაუმატეთ ტაფაში ფარშს, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და გააგრძელეთ თუშვა დაბალ ცეცხლზე. შემდეგ დაასხით ერთი ჭიქა ნაღები და ერთი ჭიქა წყალი, კვლავ გააგრძელეთ თუშვა დაბალ ცეცხლზე. სანამ ხორცი ბოლომდე არ მომზადდება. დაუმატეთ მარილი და პილპილი.
ცალკე მოხარშეთ მაკარონი მარილწყალში, გადაუწურეთ წყალი და დაუმატეთ მომზადებული ფარში ნაღების სოუსში. ფრთხილად ამოურიეთ.
გემრიელად მიირთვით.
საჭირო მასალა:
- 500 გ საქონლის ხორცის ფარში
- 2 სტაფილო
- 2 თავი ხახვი
- ნაღები
- ერთი შეკვრა მაკარონი (500 გ)
- ზეთი მოსახრაკად
- მარილი და პილპილი გემოვნებით