წვნიანი ტეფტელები არაჟნისა და ტომატის სოუსში... ყველასათვის საყვარელი კერძი ბავშვობიდან

წვნიანი ტეფტელები არაჟნისა და ტომატის სოუსში... ყველასათვის საყვარელი კერძი ბავშვობიდან
კერძი საბავშვო ბაღიდან - ერთ-ერთი ყველაზე თბილი მოგონებაა ადამიანისთვის. მოამზადეთ თავად ტეფტელები ტომატისა და არაჟნის სოუსში და ის თქვენი საფირმო კერძი გახდება!

საჭირო მასალა:

ტეფტელებისთვის:
  • 500 გ შერეული ფარში
  • 0,3-0,5 ჭიქა უმი ბრინჯი (მრგვალი)
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კვერცხი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით


ინგრედიენტები სოუსისთვის:
  • 1 ს/კ არაჟანი
  • 1 ს/კ ფქვილი
  • 1 ს/კ ტომატპასტა
  • 1 ცალი დაფნის ფოთოლი
  • 1,5 ჭიქა წყალი


მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხეთ ბრინჯი, დაასხით წყალი 1 : 1-ზე და მოხარშეთ ნახევრად.
  2. შეურიეთ ბრინჯი ფარშს, დაუმატეთ გახეხილი ან გატარებული ხახვი, კვერცხი, მარილი და პილპილი.
  3. ხელით აურიეთ ფარში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  4. სველი ხელებით გააკეთეთ ფარშით პატარა ბურთები, ამოავლეთ თითოეული ბურთი ფქვილში.
  5. შეწვით ტეფტელები ზეთმოსხმულ ტაფაზე ყველა მხრიდან. შემდეგ გადაიტანეთ ღრმა ქვაბში.
  6. ოდნავ მოხალეთ ფქვილი, დაუმატეთ ტომატპასტა, ნელ-ნელა ჩაასხით 1 ჭიქა წყალი და თან აქტიურად ურიეთ.
  7. დაუმატეთ მარილი და თუშეთ 30 წამის განმავლობაში. შემდეგ დაასხით მიღებული სოუსი ტეფტელებს.
  8. დადგით სოუსიანი ტეფტელები დაბალ ცეცხლზე და 10 წუთი ხარშეთ თავდახურულ ქვაბში.
  9. ცალკე გახსენით არაჟანი და ნახევარი ჭიქა წყალი. 10 წუთის გასვლის შემდეგ დაასხით ტეფტელებს არაჟნის სოუსიც. დააფარეთ კვლავ თავსახური და ხარშეთ კიდევ 20 წუთი.
  10. მომზადების დამთავრებამდე 5 წუთით ადრე, ჩააგდეთ ქვაბში დაფნის ფოთოლი.


გემრიელად მიირთვით!