რეცეპტი, რომელიც გაიძულებთ ახლავე გაეშუროთ სამზარეულოსკენ და გაიკეთოთ წინსაფარი. ვერ გაუძლებთ ცდუნებას!

რეცეპტი, რომელიც გაიძულებთ ახლავე გაეშუროთ სამზარეულოსკენ და გაიკეთოთ წინსაფარი. ვერ გაუძლებთ ცდუნებას!
fpaparazzi გთავაზობთ ფახლავის რეცეპტს ფენოვანი ცომით, რომლის მოსამზადებლადაც მხოლოდ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

საჭირო მასალა:

  • 500 გ მზა ფენოვანი ცომი
  • 2 ჭიქა ნიგოზი
  • 150 გ შაქარი
  • 150-200 გ თაფლი
  • 100 გ კარაქი
  • 1 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული ილი
  • 1 კვერცხის გული (წასასმელად)
  • 80 მლ წყალი


მომზადების წესი:

  1. მოამზადეთ ინგრედიენტები: გაალღვეთ ცომი, გაადნეთ კარაქი. ნიგოზი მოხალეთ მშრალ ტაფაზე და დაფქვით, შეურიეთ 1 ს/კ შაქარი, დარიჩნი და ილი.
  2. გამლღვალი ცომი გააბრტყელეთ თხლად და დაჭერით გამოსაცხობი ფორმის ზომაზე.
  3. ცხიმწასმულ ფორმაზე დადეთ ცომის პირველი ფენა, წაუსვით ზემოდან კარაქი და მოაყარეთ ბლომად ნიგვზის მასა. დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა, წაუსვით კვლავ გამდნარი კარაქი, მოაყარეთ ნიგვზის მასა და განაგრძეთ ასეთივე თანამიმდევრობით აწყობა. სულ ზედა ფენას წაუსვით კვერცხის გული.

  4. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. დაჭერით ფახლავა პატარა რომბებად და აცხვეთ 40-45 წუთი ზედაპირის ოქროსფრად დაბრაწვამდე.

  5. სანამ ფახლავა ცხვება, მოამზადეთ თაფლის მოსასხმელი წყალში ჩაუმატეთ დარჩენილი შაქარი და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, ადუღეთ 5-7 წუთი.
  6. ორიგინალურ რეცეპტში თაფლს უმატებენ მდუღარე შაქრის სიროფში და კიდევ ხარშავებთ 3 წუთი. ჩვენ გირჩევთ, თაფლის სასარგებლო თვისებების შესანარჩუნებლად, დაუმატოთ ის გაგრილებულ შაქრის სიროფში.
  7. გამომცხვარი ფახლავა გამოიღეთ ღუმელიდან, ოდნავ შეაგრილეთ და მოასხით თაფლის მასა.

  8. გააჩერეთ ფახლავა ოთახის ტემპერატურაზე 1-2 საათით, შემდეგ კი გემრიელად მიირთვით.