ხაჭაპური ბევრი ყველითა და თხელი ცომით

ხაჭაპური ბევრი ყველითა და თხელი ცომით
მთავარი ხაჭაპურში - ყველია. რაც უფრო კარგი და ბევრი იქნება ეს ინგრედიენტი, მით უფრო გემრიელია. ცომი კი რაც შეიძლება თხელი და ნაზი უნდა იყოს.
fpaparazzi სწორედ ასეთი ხაჭაპურის რეცეპტს გთავაზობთ.

საჭირო მასალა:

  • რძე 0,5 ჭიქა
  • მშრალი საფუარი 1 ჩ/კ
  • კარაქი 30 გ
  • 2/3 ჭიქა ფქვილი
  • 250 გ სულუგუნი
  • 1 ს/კ ზეთი
  • 2 კვერცხი + 1 კვერცხის გული წასასმელად


მომზადების წესი:

  1. ფქვილის, რძის, საფუვრის, კვერცხის, ზეთისა და მარილისგან მოზილეთ ცომი და გააჩერეთ, რომ გაფუვდეს.
  2. მზა ცომი გააბრტყელეთ თხლად, შუაში მოათავსეთ 2/3 გახეხილი სულუგუნი.
  3. მოუკარით ცომს კიდეები და კვლავ გააბრტყელეთ 20-30 სმ დიამეტრზე. წაუსვით კვერცხის გული და აცხვეთ 180 გრადუსზე. როცა ხაჭაპური თითქმის მზად იქნება, გამოიღეთ ღუმელიდან, მოაყარეთ დარჩენილი გახეხილი ყველი და კვლავ აცხვეთ ზედაპირის მობრაწვამდე.
  4. ცხელ-ცხელს წაუსვით კარაქი.


გემრიელად მიირთვით!