კარტოფილი მოვხარშე, დავუმატე კვერცხი და... უგემრიელესი კერძი გამოვიდა

კარტოფილი მოვხარშე, დავუმატე კვერცხი და... უგემრიელესი კერძი გამოვიდა
ეს უნივერსალური კერძი იმდენად გემრიელია, რომ შეგიძლიათ გარნირადაც მიირთვათ და მთავარ კერძადაც. fpaparazzi გთავაზობთ რეცეპტს:

საჭირო მასალა:
  • კარტოფილი - 500 გრ
  • კვერცხი - 1ცალი
  • ფქვილი - 150გრ
  • არაჟანი - 1ს.კ.
  • მაგარი ყველი - 50გრ
  • ნიორი- 2 კბილი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით


მომზადების წესი:

  1. კარტოფილი გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ. როდესაც გაგრილდება, კანი მოაშორეთ.

  2. გააკეთეთ პიურე და დაუმატეთ: არაჟანი, კვერცხი, დაჭყლეტილი ნიორი,მარილი და პილპილი. შემდეგ კი კარგად აურიეთ.

  3. ყველი გახეხეთ და ცოტა ფქვილი შეურიეთ. შემდეგ კი დაუმატეთ პიურეს და დარჩენილი ფქვილიც დაუმატეთ.

  4. მიღებულ მასას ხელით მიეცით სასურველი ფორმა. დააწყვეთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე, მოაყარეთ ქუნჯუთ და აცხვეთ 20- 25 წუთით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.


გემრიელად მიირთვით!