აღიდგინეთ კანი ვიტამინებით მდიდარი პამიდვრის ნიღბით!

აღიდგინეთ კანი ვიტამინებით  მდიდარი  პამიდვრის ნიღბით!
აღიდგინეთ კანი ვიტამინებით მდიდარი ნიღბით. პამიდორი კანისთვის ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან მას გამაგრილებელი და შემკვრელი თვისებები აქვს და უხვად შეიცავს კანის მათეთრებელ C ვიტამინს. კანის დამარბილებელი და მკვებავი თვისებების გამო ზეითუნის ზეთი კანის მოვლის საშუალებებში ხშირად გამოიყენება. იგი მდიდარია ოლეინის მჟავათი და იდეალურია მშრალი კანის დასატენიანებლად.

დაგჭირდებათ:
  • 1 საშუალო ზომის პამიდორი
  • 2 ჩ/კ სიმინდის ფქვილი
  • 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:
პამიდორი ხელში კარგად დაიკავეთ და ძირის მხარეს კანზე დანით X ამოკვეთეთ. შემდეგ ჩადეთ ადუღებულ წყალში ისე, რომ მთლიანად დაიფაროს. გააჩერეთ 20 წუთით ან მანამ, სანამ კანი თავისით მოშორებას არ დაიწყებს. საწურიანი კოვზით პამიდორი წყლიდან ამოიღეთ და მაშინვე გასაგრილებლად ჩადეთ ყინულით სავსე ჯამში. როდესაც პამიდორი საკმარისად გაგრილდება, დანით გააცილეთ კანი ( დაიწყეთ ძირის მხრიდან, სადაც X ამოკვეთეთ ). თასში ჩანგლით ჩაჭყლიტეთ პამიდორი. საწურის მეშვეობით გახეხეთ და მოაცილეთ თესლი. დაჭყლეტილ პამიდორს დაუმატეთ სიმინდის ფქვილი და მოამზადეთ პასტისებრი მასა. დაუმატეთ ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა საკმაოდ სქელი უნდა იყოს საიმისოდ, რომ სახეზე თანაბრად გადაინაწილოთ ან ფუნჯით დაიდოთ. წაისვით მომზადებისთანავე.

გამოყენების წესი:
ნიღაბი თითი წვერებით დაიდეთ ახლად გაწმენდილ სახეზე. გაიჩერეთ 5 წუთით და ჩამოირეცხეთ თბილი წყლით. კანი პირსახოცის ნაზი დადებით გაიშრეთ.