სამუდამოდ დაივიწყეთ ქერტლი
თავის კანი გიშრებათ და გექავებათ, ქერტლი გაწუხებთ? ჩვენ გთავაზობთ ამ პრობლემის მოგვარების ორ მეთოდს. პრობლემის მოსაგვარებლად თავის კანის სწორი კვებაა საჭირო. ამისთვის კი დაგჭირდებათ:
1. სეზამის (ქუნჯუთის) ზეთი
ეს ზეთი არაჩვეულებრივად სასარგებლოა თავის კანისთვის, ბევრი ანტისეპტიკური თვისება აქვს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თავის კანი გექავებათ. ის ასევე სასარგებლოა თმისთვისაც. სცადეთ შემდეგი ნიღაბი:

- 2 სუფრის კოვზი სეზამის ზეთი
- 2 სუფრის კოვზი თაფლი
შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს და წაისვით თავის კანზე. გაიკეთეთ კანზე მასაჟი 5 წუთის განმავლობაში. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
2. ალოეს წვენი/გელი
ალოეს ძლიერი ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) თვისებები აქვს, ამიტომ ძალიან აქტიურად გამოიყენება თავის კანის სამკურნალო საშუალებებში.
აიღეთ ალოეს პატარა ტოტი. მოაშორეთ ზედა კანი და რბილობიანი ნაწილით შეიზილეთ წვენი თავის კანზე. გაიჩერეთ 30 წუთით. დაიბანეთ თავი ჩვეულებრივად.