დახეთქილი და გაუხეშებული ქუსლების მწვანე მკურნალები. ორი კვირის შემდეგ ქუსლები ატლასივით გლუვი, სრიალა და ნაზი გახდება.
თუ ქუსლებზე კანი ძლიერ გაუხეშდა და გარქოვანდა, ეს იმას მანიშნებელია, რომ მისი ზედა შრე კვდება. ამ დროს საპნიან და სოდიან აბაზანაში დარბილების შემდეგ მაკრატლით ან რაიმე ბასრი საგნით მოიცილეთ კანის მკვდარი შრე და ქუსლებზე ახალი მწვანე ხახვის საფენი დაიდეთ.
- ახალი მწვანე ხახვის საშუალო ზომის თავი რამდენიმეჯერ ჩაუშვით მდუღარე წყალში და მაშინვე ამოიღეთ, გაჭერით შუაზე და დაიდეთ დაზიანებულ ადგილზე, ზემოდან ცელოფანი დააფინეთ, შეიხვიეთ დოლბანდით და მთელი ღამით გაიჩერეთ.
დილით ხახვის ნარჩენები მოიცილეთ, ქუსლი სპეციალური ქვით საგულდაგულოდ გაიხეხეთ და ხელის წრიული მოძრაობით შეიზილეთ რომელიმე მკვებავი მალამო. 2-3 ასეთი პროცედურა საკმარისია, რომ ქუსლებზე კანი რბილი, ნაზი და გლუვი გახდეს. - ქუსლების დასარბილებად შეგიძლიათ სიმინდის ზეთი გამოიყენოთ - ის ძილის წინ უნდა წაისვათ, ზემოდან ცელოფანი დააფაროთ, დოლბანდით შეკრათ და დილამდე დაიტოვოთ.
დილით, აბაზანის შემდეგ, გაისუფთავეთ ქუსლები, მოიცილეთ კანის მკვდარი უბნები და მალამო წაისვით. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე. ორი კვირის შემდეგ ქუსლები ატლასივით გლუვი, სრიალა და ნაზი გახდება. - არანაკლებ ეფექტიანია გარგარის ნიღაბი. ის ადვილი მოსამზადებელია: დაჭყლიტეთ 2 ცალი მწიფე გარგარი ჩანგლით ან დანით, დაამატეთ ორი წვეთი მზესუმზირას ან ზეითუნის ზეთი, საგულდაგულოდ აურიეთ და 3 წუთით გააჩერეთ ძალიან ნელ ცეცხლზე. თბილი ნიღაბი დაიდეთ ქუსლებზე, ზემოდან კვლავ პოლიეთილენის ცელოფანი დააფარეთ და დოლბანდი შემოიხვიეთ.
ნიღაბი 20 წუთით უნდა გაიჩეროთ, შემდეგ ფეხები დაიბანოთ ცივი წყლით, ამის შემდეგ კი სასურველია, ქუსლებზე მკვებავი კრემი წაისვათ.