ტანის სკრაბი, რომელიც აშორებს მკვდარ უჯრედებს და აღადგენს სისხლის მიმოქცევას!

ტანის სკრაბი, რომელიც აშორებს მკვდარ უჯრედებს და აღადგენს  სისხლის მიმოქცევას!
ტანის ეს სკრაბი კანს აქტიურად აშორებს მკვდარ უჯრედებს, აღადგენს სისხლის მუმოქცევას და კანს აბრეშუმისებრ სირბილეს სძენს. გრეიფრუტის ეთერზეთი ლიმფის სტიმულირებას უწყობს ხელს, იგი შარდმდენი და ორგანიზმის გამწმენდია, რაც ორგანიზმში სითხის დაგროვებას და ცელულიტის გაჩენას ებრძვის. თუ შედარებით ნაზი სკრაბი გსურთ, ზღვის მარილის ნაცვლად სუფრის მარილი გამოიყენეთ. ცოცხალი პიტნა გამხმარითაც შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ.

დაგჭირდებათ:
  • 4 ს/კ ზღვის მარილი
  • 1 ჩ/კ ცოცხალი პიტნა
  • 4 ს/კ ნუშის ზეთი
  • 5 წვეთი პიტნის ეთერზეთი
  • 2 წვეთი გრეიფრუტის ეთერზეთი

მომზადების წესი:
თასში ჩაყარეთ ზღვის მარილი და პიტნა. დაუმატეთ ნუშის ზეთი და ეთერზეთები და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ ჰერმეტული სარქველის მქონე კონტეინერში და შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. ინახება 6 თვე.

გამოყენების წესი:
დაიზილეთ კანი, განსაკუთრებით ის ზონები, სადაც მიმოქცევა შეფერხებულია. ჩამოირეცხეთ სკრაბი საშხაპე კაბინაში ან აბაზანაში. თქვენ სასიამოვნო და სარელაქსაციო მინერალურ აბაზანას მიიღებთ. არ გამოიყენოთ ახლაგ გაპარსულ კანზე.