შინ მომზადებული სკრაბი და 2 მარტივი ნაბიჯი ახალგაზრდული კანისკენ

შინ მომზადებული სკრაბი და 2 მარტივი ნაბიჯი ახალგაზრდული კანისკენ
თქვენი საკუთარი ხელით, ნატურალური ინგრედიენტებით დამზადებულ კანის მოვლის საშუალებებს მართლაც სასწაულის მოხდენა შეუძლიათ. გთავაზობთ სკრაბის რეცეპტს, რომელიც სახის კანიდან მკვდარ უჯრედებს მოგაშორებთ და მას ახალაზრდულ იერს მიანიჭებს.

ინგრედიენტები:
  • შვრია
  • თაფლი
  • ნუშის ზეთი
  • ვარდის წყალი

    პირველი ნაბიჯი - სკრაბის მომზადება


  • აიღეთ სუფთა ჯამი
  • აიღეთ 2-3 ჩაის კოვზი შვრია
  • დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • კარგად აურიეთ
  • ახლა დაუმატეთ რამდენიმა წვეთი ნუშის ზეთი და ისევ კარგად აურიეთ ერთმანეთში.
  • დაამატეთ ვარდისწყალი, სანამ არ მიიღებთ პასტისებური კონსისტენციის მასას.
  • დაიცადეთ 10 წუთი და თქვენი სკრაბი მზადაა.

    მეორე ნაბიჯი - სკრაბის გამოყენება

  • წაისვით სკრაბი სახეზე და ნაზად შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. დაიტოვეთ მასა სახეზე 15 წუთით.
  • ჩამოიბანეთ წყლით.

    მესამე ნაბიჯი - წაისვით დამატენიანებელი კრემი.