5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადაყაროთ ყავის ნალექი. არც ვიცოდი, ეს პროდუქტი ასეთი სასარგებლო თუ იყო!
დაფქული ყავისგან მომზადებული სკრაბები და ნიღბები ასუფთავებენ კანს მკვდარი უჯრედებისგან, ჩუქნიან ჯანსაღ იერს და მსუბუქი რუჯის ეფექტს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყავის ეფექტურობა ცელულიტთან და სტრიებთან ბრძოლაში. ამ საშუალებების მომზადება კი როგორც ყავის ნალექისგან არის შესაძლებელი.
ტოპ-5 სკრაბი ყავისგან
ტოპ-5 სკრაბი ყავისგან
- ყველაზე მარტივი სკრაბი ყავისგან. შეურიეთ 1 ჩ.კ. ყავის ნალექი და თხევადი საპონი ან საშხაპე გელი. საგულდაგულოდ წაისვით პრობლებურ ზონებზე, შემდეგ დაიბანეთ.
- სკრაბი მშრალი კანისთვის. შეურიეთ 50 მლ ნუშის ზეთი, 2 ჩ.კ. ყავის ნალექი და 2 ს.კ. თაფლი.
- ცელულიტის საწინააღმდეგო საშუალება. აიღეთ ტანაბარი პროპორციების ზეითუნის ზეთი, დაფქული ყავა და ზღვის მარილი, დაამატეთ 3-4 წვეთი ჯანჯაფილის ზეთი. შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დაიბანეთთბილი წყლით უსაპნოდ.
- სკრაბი-ნიღაბი მოდუნებული კანისთვის. შეურიეთ 1 ს.კ. ნებისმიერი კოსმეტიკური თიხა იმავე რაოდენობის ყავასთან. წაისვით პრობლემურ ადგილებზე და შემოიხვიეთ ცელოფნის პარკი, გაიჩერეთ 60 წუთით. შემდეგ დაიბანეთ და წაისვით ნებისმიერი დამატენიანებელი საცხი.
- სახის სკრაბი. უნივერსალური მკვებავი საშუალება სახის ნებისმიერი ტიპის კანისთვის. შეურიეთ 1 დესერტის კოვზი თაფლი, 1 ჩ.კ. ყავა და 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. გამოიყენეთ სკრაბი კვირაში 1-2-ჯერ.