ტერფების მოვლა ზამთარში - მოამზადეთ გვირილის სკრაბი

ტერფების მოვლა ზამთარში - მოამზადეთ გვირილის სკრაბი
ეს შინ მომზადებული სკრაბი მოგაცილებთ ტერფიდან მკვდარ უჯრედებს, გამოდევნის ტოქსინებს, ასევე დეოდორანტის თვისებებიც აქვს. თანაც მხოლოდ და მხოლოდ სამი ინგრედიენტი სჭირდება:
  • 2 სუფრის კოვზი სოდა
  • 1 სუფრის კოვზი ინგლისური მარილი
  • 2 ჩაის კოვზი გვირილის ჩაი

    ინსტრუქცია:
    1. მოამზადეთ გვირილის ჩაი, დააყენეთ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში.
    2. ჩაი და სოდა შეურიეთ ერთმანეთს, სანამ პასტის კონსისტენციას არ მიიღებთ.
    3. შეურიეთ ნაზავს ინგლისური მარილი.
    4. გამოყენება: დაიბანეთ ფეხები. უხვად შეიზილეთ ტერფებზე სკრაბი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით დამატენიანებელი.