როგორ მოვამზადოთ ორიგინალური ფორმის ტირამისუ პლასტიკატის ბოთლში... თითებს ჩაიკვნეტთ, ისეთი გემრიელია!

როგორ მოვამზადოთ ორიგინალური ფორმის ტირამისუ პლასტიკატის ბოთლში... თითებს ჩაიკვნეტთ, ისეთი გემრიელია!
დღეს fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ ყველაზე ცნობილი დესერტის - ტირამისუს მომზადების ორიგინალურ ვერსიას.

საჭირო მასალა:

  • 250 გ მარსკარპონე
  • 50 გ შაქარი
  • 250 მლ ნაღები
  • 6 ცალი სავოიარდის (ან სხვა ბისკვიტის) ორცხობილა
  • 200 გ გაყინული ან დაკონსერვებული ჟოლო (ან ალუბალი, ან მარწყვი)
  • 200 მლ ყავა
  • 500 გ რძიანი შოკოლადი
  • ხელის მიქსერი
  • 2 ცალი პლასტიკატის ბოთლი
  • მაკრატელი


მომზადების წესი:

  1. კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. ათქვიფეთ გული შაქართან და მასკარპონესთან ერთად.

  2. ცალკე ჯამში ათქვიფეთ ცილა და ნაღები.

  3. ერთმანეთში შეურიეთ ორივე მასა.

  4. ახლა კარგად გარეცხეთ პლასტიკატის ბოთლები და მოაჭერით ვიწრო მხარე, რათა მიიღოთ ჭიქების ფორმა. შემდეგ ეს ჭიქები გაჭერით სიგანეზე.

  5. ახლა შეაერთეთ გაჭრილი ბოთლის ორი ნავი, რომ მიიღოთ ისეთი ფორმა, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

  6. ჩაასხით ფორმაში ნახევრად მიღებული კრემი.

  7. ახლა დაალაგეთ კენკრა შუაში.

  8. დაასველეთ ორცხობილა ყავაში და დაალაგეთ კენკრის ზემოდან.

  9. ორცხობილებზე გაანაწილეთ კვლავ კრემი, შემდეგ კენკრა კიდეებზე. დაადეთ ყავაში დასველებული ორცხობილები.

  10. გადაუსვით დარჩენილი კრემი და მოათავსეთ დესერტი 3 საათით მაცივარში, რომ ყველაფერი ერთმანეთს კარგად გაუჯდეს.

  11. შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან ფრთხილად!

  12. გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე და მოასხით დესერტს.

  13. მორთეთ ტირამისუ კენკრით.


გემრიელად მიირთვით!