როგორ მოვამზადოთ კენკრის ღვეზელი, რომელსაც ბავშვობის გემო აქვს
კენკრის ღვეზელს როგორც წესი ბავშვობის, სოფლისა და ბებიის ხელით გამომცხვარი ღვეზელის გემო აქვს. ახლა მისი გამოცხობა თავადაც შეგიძლიათ.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- ფქვილი- 220გ
- კარაქი- 130გ
- კენკერა- 500გ
- ძმარი- 1,5 ჩ.კ
- სოდა- 0,3 ჩ.კ
- შაქარი- 170გ
- კვერცხი- 2ცალი
- შაქრის პუდრა- 1 ს.კ
- მარილი- 1 მწიკვი
- კენკრა გაარჩიეთ და გარეცხეთ
- კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა შედგით მაცივარში. გული კი ათქვიფეთ 120გ შაქართან ერთად.
- კარაქი გაადნეთ. შემდეგ კი აცადეთ გაგრილება.
- ათქვეფილ კვერცხის გულებს დაუმატეთ გამდნარი კარაქი, მწიკვი მარილი და ძმარში გახსნილი სოდა.
- დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ფაფუკი ცომი.
- ცომის ერთი მეხუთედი ნაწილი გაახვიეთ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 10 წუთით. შემდეგ კი ღვეზელის მოსართავად გამოიყენეთ.
- ცომის ძირითადი ნაწილი მოათავსეთ საცხობ ფორმაში და გვერდები ამოუკეცეთ.
- კენკრა გაყავით 2 ნაწილად, მოაყარეთ ფქვილი და თანაბრად დაალაგეთ ცომზე.
- კვერცხის ცილები გამოიღეთ მაცივრიდან და ათქვიფეთ მიქსერით 50გ შაქართან ერთად. შემდეგ კი თანაბრად წაუსვით კენკრას.
- გამოიღეთ მაცივარში მოთავსებული ცომი და მორთეთ ღვეზელი საკუთარი გემოვნებით.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. აცხვეთ ღვეზელი 25 წუთის განმავლობაში.
- მზა ღვეზელს მოაყარეთ შაქრის პუდრა