როგორ მოვამზადოთ საოცარი კერძი სკუმბრიისგან. განუმეორებელი მოხარშული რულეტი გულსართით!
ეს კერძი, როგორც შესახედად დაგატყვევებთ, ასევე გემოთი! იმისათვის, რომ რულეტი შეკრული ანუ მკვრივი გამოვიდეს, გამოიყენეთ ჟელატინი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
საჭირო მასალა:
- 1 ცალი სკუმბრია
- 2 ცალი კვერცხი
- მარილი გემოვნებით
- 2 ცალი სტაფილო
- 20 გ ჟელატინი
- შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- თევზს მოაჭერით თავიდა კუდი, მოაცალეთ ფხა და ფარფლები. ფილე შეგიძლიათ დაჭრათ ან გამოიყენოთ მთლიანი.
- მოაყარეთ მარილი და პილპილი, ასევე ჟელატინი. ვისაც მეტი სიცხარე და მკვეთრი გემო გინდათ, დაუმატეთ ნიორი.
- სტაფილო მოხარშეთ, გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე. გადაიტანეთ ფილეზე.
- მოხარშული კვერცხი გაჭერით შუაზე და დადეთ სტაფილოზე.
- დააფარეთ გულსართს თევზის მეორე ფილე და გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში რამდენიმე ფენად, ჩაჩხვლიტეთ რამდენიმეგან ხის ჩხირის მეშვეობით.
- გადაუჭირეთ ძაფი, ჩადეთ ადუღებულ წყალში და ხარშეთ 25 წუთის განმავლობაში.