აქამდე ჭარხალს მხოლოდ სალათებისთვის ვხარშავდი, ამ რეცეპტმა მთელი ჩემი კულინარიული გამოცდილება შეცვალა!
კექსი ნიგვზით, ჭარხლით არა მხოლოდ უგემრიელესია, არამედ ლამაზიც. ოდნავ ნოტიო ტექსტურა და საოცარი ფერები ნამხვარი ლეგენდარულ „წითელ ხავერდს“ მოგაგონებთ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 3 ცალი მოზარშული საშუალო ზომის ჭარხალი
- 3 კვერცხი
- 150 მლ მაწონი ან ნაკლებცხიმიანი არაჟანი
- 200 გ შაქარი
- 50 მლ ზეთი
- 75 გ ფქვილი
- 200 გ მანის ბურღული
- 150 გ ნიგოზი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 ჩ/კ დარიჩინი
- მწიკვი მიხაკი
- კარაქი ფორმაზე წასასმელად
მომზადების წესი:
- მოხარშული ჭარხალი გაატარეთ წვრილ სახეხზე.
- ნიგოზი მოათავსეთ პაკეტში და გადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი. ასევე შეგიძლიათ წვრილად დაჭრათ დანით.
- კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ზეთი, მაწონი ან არაჟანი.
- უმატეთ მასაში ფქვილი მანის ბურღული, გამაფხვიერებელი, დარიჩინი და მწიკვი დაფქული მიხაკი.
- დაუმატეთ გახეხილი ჭარხალი და დაქუცმაცებული ნიგოზი.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. ჩაასხით ცომი.
- შედგით კექსი 180 გრადუსზე და აცხვეთ 40-50 წუთის განმავლობაში.
- მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით.
- გააცივეთ კექსი ფორმაშივე, შემდეგ ფრთხილად გადმოიღეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა!
გემრიელად მიირთვით!