როგორ მოვამზადოთ ფუმფულა და ნოტიო კექსი ვაშლებით? სახელდახელო და მარტივი ნამცხვარი ჩაისთვის.
დაგვეთანხმებით, ხშირად გვქონია შემთხვევა: მოგვინდა რაღაც გემრიელი ჩაისთან, მაცივარში კი მასალა არ აღმოგვაჩნდა. მოგვიწევს, მოვიფიქროთ რაღაც მარტივი, რომელსაც ნაკლები ინგრედიენტები ჭირდება.
ეს უგემრიელესი კექსი კვერცხის გარეშე ცხვება და მიუხედავად ამისა, საოცრად ფუმფულა გამოდის!
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
ეს უგემრიელესი კექსი კვერცხის გარეშე ცხვება და მიუხედავად ამისა, საოცრად ფუმფულა გამოდის!
საჭირო მასალა:
- ვაშლი 4 ცალი
- მანის ბურღული 1 ჭიქა
- შაქარი 1 ჭიქა
- სოდა 1 ჩ/კ
- ფქვილი 1 ჭიქა
- კეფირი ან მაწონი 1 ჭიქა
- კარაქი 100 გ
- ვანილინი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გაადნეთ დაბალ ცეცხლზე კარაქი ან ჩაანაცვლეთ ზეთით.
- კეფირში აურიეთ სოდა და შაქარი და წვრილ ნაკადათ ჩაუშვით კარაქი.
- დაუმატეთ ფქვილი, მანი და ვანილინი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
- ვაშლი გარეცხეთ, გაფცქვენით და ამოაჭერით გული. დაჭერით მსხვილ კუბიკებად.
- კარაქწასმულ ფორმა წაუსვით ცხიმი (სილიკონისას არ უნდა წასმა), დაალატეთ დაჭრილი ვაშლი და დაასხით ცომი.
- აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით.